მ მიიღო “პეტრიოტის” ახალი სისტემები, ზელენსკი მადლობას უხდის მერცს

2 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა მ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ცნობა უკრაინის მიერ “პეტრიოტის” სისტემების მიღებაზე და მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს.
„გავაძლიერეთ უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის „პეტრიოტების“ კომპონენტი”, – ზელენსკი არ აზუსტებს მიღებული სისტემების რაოდენობას, თუმცა, მისი განცხადების თანახმად, ეს მიმდინარე პროცესია:
“მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ ფრიდრიხ მერცს მისი ამ ერთობლივი ნაბიჯისთვის ს ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის დასაცავად.
გარკვეული ხნის განმავლობაში ვამზადებდით ჩვენი ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ახლა მიღწეული შეთანხმებები სრულდება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ძალისხმევაში წვლილი შეიტანა!”
უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რა დატვირთვას ანიჭებს კრემლი საჰაერო დარტყმებს და რომ უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერება ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია:
“რუსეთის საჰაერო დარტყმები არის პუტინის მთავარი ფსონი ამ ომში – ტერორის გზით ის ცდილობს თავისი გიჟური მიზნების მიღწევაში საკუთარი უუნარობის კომპენსაციას. შესაბამისად, ჩვენი ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი პირდაპირ გვაახლოებს ომის დასრულებასთან, რომელსაც ველოდებით. რაც ნაკლებს მიაღწევს , მით უფრო დიდი იქნება მისი მოტივაცია დაასრულოს ეს ომი”.
აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მისი პარტნიორების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს:
“ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვაგრძობთ მუშაობას ანტისაჰაერო თავდაცვის სანდო სისტემის შესაქმნელად. ჩვენი საშუალებებით შევძლებთ არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არამედ ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისაც, როცა საჭირო იქნება. ჩვენი უსაფრთხოება განუყოფელია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ანტისაჰაერო თავდაცვა ყველას დაგვიცავს.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის გადასადგმელ შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებზე – როგორც სამთავრობო დონეზე, ისე პირდაპირ აუცილებელი სისტემების მწარმოებლებთან”.
გერმანიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოხსნა თავდაცვის ხარჯებზე შეზღუდვების უმრავლესობა, რისი მიზანიც არის კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი არმიის ყოლა. ბერლინი ფოკუსირებულია ტექნიკის შესყიდვასა და არმიის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, რაც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოკავშირეების დაცვისკენ.
უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ანტისარაკეტო სისტემების შეძენისთვის მზადყოფნის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიმდინარე წლის ივლისში, რომში გამართულ „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა. მერცმა აღნიშნა ისიც, რომ კონფერენციამდე ერთი კვირით ადრე მან -ის პრეზიდენტს სთხოვა მეტი „პეტრიოტის“ სისტემა მიეწოდებინა უკრაინისთვის. იმ დროისთვის ვაშინგტონს არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება სისტემების მიწოდებაზე. კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ორი გზავნილი ჰქონდა: ერთი – მოსკოვისთვის, მეორე კი ვაშინგტონისთვის. მოსკოვისთვის განკუთვნილი იყო: „გზავნილი საკმაოდ მარტივია: არ დავნებდებით“; პრეზიდენტ ტრამპს კი ასე მიმართა: „დარჩი ჩვენს გვერდით, დარჩი ევროპელების გვერდით. ჩვენ ერთი გაგება გვაქვს“.
უკრაინისთვის “პეტრიოტის” სისტემების მიწოდების საკითხი იყო უკრაინის საკითხზე გამართული ყველა მნიშვნელოვანი უმაღლესი დონის შეხვედრის მსჯელობის საგანი. მოგვიანებით გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ნორვეგიასთან ერთად წლის ბოლომდე მიაწვდიდა ს “პატრიოტის” კიდევ ორ სისტემას.
„პეტრიოტის“ სისტემები მოდის სრულად მობილური ბატარეების სახით, რომელიც მოიცავს: სამეთაურო ცენტრს, სარადარო სადგურს შემომავალი საფრთხეების გამოსავლენად და გამშვებებს. სისტემა ფარავს 68 კილომეტრიან რადიუსს. მისი რადარით შესაძლებელია 50-მდე სამიზნის მიდევნება და ერთდროულად 5 მათგანთან გამკლავება.
ფორუმი