უკრაინამ ლიბანიდან 179 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

უკრაინამ ლიბანიდან 179 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ფრენა ლიბანიდან პოლონეთში განხორციელდა და ევაკუირებულ ადამიანებს შორის 134 უკრაინის მოქალაქეა, 45 კი სხვა ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, მოლდოვის, ბრაზილიისა და ლიბანის.
„მადლობას ვუხდით პოლონეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევაკუაციას წარმართვაში წვლილი შეიტანეს. ასევე, დახმარებისთვის ავიაკომპანია SkyUp-ს მადლობას ვუხდით“, – აცხადებენ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აღნიშნეს, რომ ფრენა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით განხორციელდა.