Transneft-ის ნავთობის რეზერვუარები უსტ-ლუგას პორტის ტერმინალში, 2022 წელიუკრაინამ ღამით რუსეთის ლენინგრადის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა.
რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რეგიონში 56 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო დროზდენკოს თქმით, ღამის განმავლობაში საგანგებო სამსახურის ეკიპაჟები პორტში ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა.
ასევე, თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა.
ცნობისთვის, უსტ-ლუგა ბალტიის ზღვაზე რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტია და ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მთავარი ჰაბია.