ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ 30-31 მარტის ღამეს უკრაინამ ლენინგრდის ოლქში უსტ-ლუგას პორტზე მორიგი იერიში მიიტანა.
დროზდენკოს თქმით, ღამით სულ 38 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და შეტევა კინგისეპისა და ვიბორგის რაიონებში კვლავ გრძელდება.
ადგილობრივმა მოსახლეობამ აფეთქებები და ძლიერი სროლები შენიშნა პორტულ ქალაქ უსტ-ლუგაში, ასევე კირიშის, ლუგისა და ტოსნოს რაიონებში.
დროზდენკომ ასევე განაცხადა, რომ რეგიონში არიან დაზარალებულები და მსხვერპლი.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ლენინგრადის ოლქს უკვე შვიდი დღეა ზედიზედ უმიზნებენ.