მ კომუნისტური პარტიის ლიდერზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინამ აკრძალული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ, პეტრო სიმონენკოზე ძებნა გამოაცხადა. ქვეყნის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ სიმონენკოს დან ევაკუაცია ს სპეცრაზმმა განახორციელა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმონენკო 2023 წლის 19 აგვისტოს გაუჩინარდა. მანამდე კი, 11 აგვისტოს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სიმონენკო ს აგრესიის გამართლებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებში იყო ეჭვმიტანილი.
“კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს მან მიმართა რუსეთის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აგრესორ სახელმწიფოში ევაკუაციის თხოვნით”, – წერია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში სიმონენკო ერთ-ერთი მთავარი უკრაინელი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არაერთხელ მიიღო. ის ასევე იყო უმაღლესი რადის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის ლიდერი, თუმცა, 2014 წლის რევოლუციის შემდეგ, კომუნისტური პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა.