უკრაინამ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ ს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.
კახა კალაძე 1998-2001 წლებში ს „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა