უკრაინამ კასპიის ზღვაში Lukoil-ის ნავთობის პლატფორმებზე იერიში მიიტანა

უკრაინამ კასპიის ზღვასი Lukoil-ის ნავთობის სამ პლატფორმაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს. უკრაინის ინფორმაციით, ამჟამად დგინდება მიყენებული ზიანის მასშტაბი.
“მხოლოდ იმ იმ ობიექტებს ვიღებთ მიზანში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში პირდაპირ არიან ჩართულები” – წერია უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
კასპიის ზღვაში ნავთობის პლატფორმასა და სამხედრო გემზე უკრაინელებმა იერიში დეკემბერშიც მიიტანეს. და დააზიანეს რუსეთის ფედერაციის პროექტ 22460-ის ტიპის საპატრულო გემი ოხოტნიკი.
ასევე, სპეციალური ოპერაციების ძალების უპილოტო აპარატებმა ფილანოვსკის სახელობის ნავთობისა და გაზის საბადოზე, კასპიის ზღვაში ბურღვის პლატფორმას დაარტყეს. ობიექტი კომპანია ლუკოილს ეკუთვნის.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა