უკრაინული სამხედრო წყაროები ადასტურებენ, რომ ქვეყანამ წარმატებულად შეძლო თავდასხმის განხორციელება კასპიის ზღვაში მდებარე რუსულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე.
Reuters-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსულ ნავთობპლატფორმაზე, რომელიც Lukoil-ს ეკუთვნის. აღნიშნულმა ინფრასტრუქტურის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
ეს არის პირველი შემთხვევა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, როდესაც უკრაინამ შორ მანძილზე მყოფ მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საზღვაო ობიექტს დაარტყა. აღნიშნული შემთხვევა ხაზს უსვამს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციული შესაძლებლობების მასშტაბის ზრდას.
კონკრეტული ნავთობის ობიექტი რუსეთის მიერ კასპიის ზღვაში ბუნებრივი რესურსის მოპოვებისათვის გამოიყენება. იგი არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივი, მასზე თავდასხმით ოფიციალური კიევი კრემლის საომარი მანქანის დაფინანსების წყაროების განადგურებას ცდილობს.
ამ დრომდე უცნობია თავდასხმის შედეგად მიღებული ზიანის მასშტაბი, ისევე როგორც ოპერაციის დროს გამოყენებული იარაღი. ამ თავდასხმით მიმდინარე ომის გეოგრაფიული საზღვარი მნიშვნელოვნად გაფართოვდება. ასევე, ეჭვქვეშ დგება იმ რუსული რეგიონების უსაფრთხოების საკითხი, სადაც აქამდე უკრაინელებს ხელი არ მიუწვდებოდათ.
bm.ge




