უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებლის, „ლუკოილის“ კუთვნილ სამ რუსულ საბურღ პლატფორმას დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, „ლუკოილის კორპორაციის“ სამი საბურღი პლატფორმა – ვ. ფილანოვსკის, იური კორჩაგინის და ვალერი გრაიფერის პლატფორმები, ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის გამოიყენება. მათივე ცნობით, ეს პლატფორმები ასევე, ამარაგებს რუსეთის არმიას.
უკრაინის ძალებმა ასევე დაარტყა რუსეთის 49-ე კომბინირებული შეიარაღებული არმიის საწყობსა და ტექნიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფს ნოვოტროიცკეს რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში.




