უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მ და იტალიამ უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაიწყეს.
„იტალიის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინამ კონსულტაციები „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ყველა სახელმწიფოსთან დაიწყო.