უკრაინამ იაპონიისგან, მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში, 950 მილიონი დოლარი მიიღო.
როგორც უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, თანხები მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის გადაუდებელ და პრიორიტეტულ საჭიროებებზე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, რეაბილიტაციისა და სოციალური დახმარების სფეროში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსება მოიცავს იაპონიიდან 52,4 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს და იაპონიის მთავრობისგან სესხს 900 მილიონი დოლარის ოდენობით.