მ ვორონეჟის რეგიონში რუსულ საავიაციო ქარხანას დაარტყა

უკრაინულმა დაზვერვამ სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტო GUR-მა, ს ვორონეჟის რეგიონში რუსული ავიაციის მთავარ საწარმოს დაარტყა.
მანამდე, 9 აპრილს, ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონის თავზე ორი დრონი ჩამოაგდო.
წყარომ თქვა, რომ ქალაქ ბორისოგლებსკში 711-ე საავიაციო სარემონტო ქარხანას დაარტყეს, მაგრამ მიყენებული ზიანის მასშტაბის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია. სათვალთვალო კამერების ვიდეომ, რომელიც „როიტერმა“ გადაამოწმა, ობიექტზე სამშაბათს მომხდარი აფეთქება აჩვენა. „როიტერმა“თანამგზავრებიდან გადაღებულ გამოსახულებებთან შეჯერებით ადგილმდებარეობის და ამასთან ერთად ვიდეოზე აღბეჭდილი დროის დადასტურება შეძლო.
ქალაქი ფრონტის ხაზის უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებული ნაწილიდან, სულ ცოტა 350 კილომეტრით არის დაშორებული.
კიევმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავდასხმები გააძლიერა. მისი სამიზნე სამხედრო ობიექტები და ენერგო ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსკოვს ომში ეხმარება. მეტწილად საკუთარი წარმოების, შორ მანძილზე მოქმედ სხვადასხვა ტიპის დრონებს იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს