უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ “ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ 07:00 საათზე შეწყდა რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე. მ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს აცნობა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული მოვლენა უწოდა.
რუსული გაზის ტრანზიტი შევაჩერეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს განიცდის. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარი თქვას“, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ 31 მარტი გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად – თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას

ვახტანგ ხმალაძე – კანონის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც გამოიწვევს სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ ამ წევრს უგრძელდება ვადა, ვიდრემ მისი შემცვლელი არ აირჩევა