უკრაინამ ევროკავშირში ხახვის მზარდი დეფიციტის გამო ექსპორტი აღადგინა

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის ხახვის ბაზარზე ფასების მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში ფასები იზრდება. კერძოდ, პოლონეთში, 2024 წლის დასაწყისიდან, ხახვის საბითუმო ფასები სწრაფად იზრდება და 2023 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა.
ში ხახვის ფასი გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს უახლოვდება და კგ-ზე 34 ცენტს შეადგენს.
ევროკავშირში მზარდი ფასების საპასუხოდ, უკრაინამ ხახვის ექსპორტი 2023 წლის იანვარში რუმინეთში დაიწყო.
„სავარაუდოდ, რუმინეთი, რომელსაც ადრე აქტიურად შემოჰქონდა ხახვი მოლდოვადან, უკრაინის ბაზარზე გადაერთო“ – აცხადებს ხილისა და ბოსტნეულის ვაჭრობისა და ლოგისტიკის საერთაშორისო კონსულტანტი ფედირ რიბალკო.
FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი, ოლექსანდრ ხორევი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით უკრაინაში ხახვის ფასი სტაბილური რჩება.
„ბოლო კვირებში ბაზარზე წვრილმანი და უხარისხო ხახვის არაერთი შეთავაზება გაჩნდა, რაც, ჩემი აზრით, საექსპორტო გადაზიდვისთვის და სუპერმარკეტების ქსელებში პროდუქციის დახარისხების შედეგია. ასეთი ხახვის ფასები არ აღემატება კგ-ზე 0,19 დოლარს, რაც ხელს უწყობს ბაზრის დაძაბულობის განმუხტვას“, – ამბობს ოლექსანდრ ხორევი.
East-fruit- ის ანალიტიკოსების აზრით, აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინიდან ხახვის ექსპორტი მომგებიანი ხდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დაუჯერებელს – უკრაინამ მხოლოდ ერთ წელიწადში შეძლო ხახვის წარმოების აღდგენა, მან დაკარგა ხახვის მოყვანის, შენახვისა და გადამუშავების ტერიტორიის 80% და ინფრასტრუქტურა ხერსონის სამხრეთ რეგიონებში.