უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.
„უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
დენის შმიგალის თქმით, სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”