უკრაინამ ევროკავშირთან 5,27 მლრდ ევროს დახმარების შეთანხმებას მოაწერა ხელი

უკრაინამ ხელი მოაწერა ფინანსურ შეთანხმებას სა და ევროკავშირს შორის, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 5,27 მლრდ ევროს საგრანტო დახმარების მიღებას არეგულირებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება ევროკავშირისგან საგრანტო მხარდაჭერის მოზიდვის შესახებ მთავრობამ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
„მთავრობამ Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 5,27 მილიარდი ევროს საგრანტო მხარდაჭერის მოზიდვის შესახებ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას. უზრუნველყოფს საჭირო რესურსებს ეკონომიკის ძირითადი სექტორების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა სვირიდენკომ.
მთლიანობაში, პროგრამის პირველი კომპონენტის საბიუჯეტო მხარდაჭერა, სასესხო და საგრანტო სახსრების ჩათვლით, 38,27 მლრდ ევროს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ