უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრმა „ალფამ“ დრონებით კრასნოდარის მხარეში მდებარე ტემრიუკის საზღვაო პორტსა და ორენბურგში გაზის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტემრიუკის პორტში ნავთობის ორი ავზი იწვის და ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე მძვინვარებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ცნობით, ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა მსოფლიოში უდიდესი კომპლექსია, რომელიც წელიწადში 37.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ამუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი