უკრაინამ დრონებით რუსეთის ახალი შეტევა მოიგერია

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 59-დან 21 დრონი, რომლებიც ს დაუშინა ს არმიამ 14 ნოემბერს დილით.
ამ ცნობას ავრცელებს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ფლოტი.
ამავე ინფორმაციით, დანარჩენი 38 დრონი დაიკარგა მას მერე, რაც მათი სანავიგაციო სისტემები ჩაახშო უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემამ.
დონეცკის ოლქის პროკურატურის თანახმად, სოფელ შევჩენკოში ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იტყობინება, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ 14 ნოემბრის დილით ჩამოაგდო უკრაინის ორი დრონი- ერთი კურსიკის და მეორე ბელგოროდის ოლქში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება