უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენის ერთ-ერთ მონაკვეთს – მედია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ქვეყნის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად ოპერაცია ჩაატარა ს უმსხვილესი მაგისტრალური ნავთობსადენის, „ტრანსნეფტ დრუჟბას“ ერთ-ერთი მონაკვეთის წინააღმდეგ.
ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.
მისი ინფორმაციით, 13 აგვისტოს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დრონებით დაარტყეს ნავთობსადენის საქაჩ სადგურს, რომელიც ბრიანსკის ოლქის ქალაქ უნეჩაში მდებარეობს. წყაროს თანახმად, აფეთქებების შედეგად სადგურის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მაგისტრალურ ნავთობსადენს რუსული კომპანია „ტრანსნეფტის“ შვილობილი კომპანია „ტრანსნეფტ დრუჟბა“ მართავს.
რუსეთის ხელისუფლებას უნეჩაში მდებარე სადგურზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე დილის რვა საათისთვის გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გასულ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქში „აღმოაჩინეს და გაანადგურეს მტრის თვითმფრინავის ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატი“, „არავინ დაშავებულა” და „საგანგებო სამსახურები ადგილებზე მუშაობენ“. რა ადგილებია ეს და რატომ გახდა საჭირო საგანგებო სამსახურების მუშაობა, ბოგომაზს არ დაუკონკრეტებია.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით