უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ სამი უკრაინელი ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ სამი უკრაინელი ბავშვი დაიბრუნა – ინფორმაციას უკრანული მედია Save Ukraine-ის დამფუძნებელზე, მიკოლა კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩვენ დავასრულეთ მე-14 სამაშველო მისია, რომლის დროსაც გადავარჩინეთ 14 ბავშვი, მათგან შვიდი მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვია”, – განაცხადა კულებამ.
კულებას თქმით, ახლა სამივე ბავშვით უსაფრთხოდაა, გამოჯანმრთელდებიან და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.