უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე პოლიგონი, სადაც რუსეთის ჯარის სამი ქვედანაყოფი მართავდა წვრთნებს. „ზერკალო ტიჟნა“, უკრაინული გამოცემა, იუწყება, რომ დაიღუპა, სულ მცირე, 60 რუსი სამხედრო.
„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის წყარო უკრაინულ სპეცსამსახურებში აგრეთვე ადასტურებს პოლიგონის დაბომბვას.
არსებული ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა დაბომბვა „ჰაიმარსის“ სისტემიდან გაშვებული რაკეტებით განახორციელეს. „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, რომ პოლიგონი მდებარეობს სოფელ პოდო-კალინოვკასთან, რომელიც ფრონტის ხაზიდან მაქსიმუმ 27 კილომეტრითაა დაშორებული.
ოფიციალურად დაბომბვის შესახებ ცნობები არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეებს არ გაუკეთებიათ.
ბოლო ორ დღეში, ეს უკრაინელთა მიერ რუსების პოლიგონის დაბომბვის მეორე შემთხვევაა. იმ შემთხვევაშიც, მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე 60 სამხედრო დაიღუპა.