უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა რეკონსტრუქციის ფონდი ოფიციალურად გახსნეს

უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ფარგლებში დაფუძნებული რეკონსტრუქციის ფონდის ასამოქმედებლად საჭირო ყველა პროცედურა დაასრულეს. ეს ფონდი უკვე ოფიციალურად ფუნქციონირებს.
ამის შესახებ 23 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
„ბოლო ნაბიჯი არის -ს დიპლომატიური ნოტა, რომელიც ამ დილით აშშ-ს საქმეთა დროებითი რწმუნებულისგან, ჯული დევისისგან პირადად მივიღე. ფონდი ოფიციალურად ამოქმედდა!“, – დაწერა მან „იქს“ პლატფორმაზე.
რეკონსტრუქციის, იგივე საინვესტიციო ფონდის მიზანია უკრაინის გრძელვადიანი აღდგენა ენერგეტიკის, სამთო მოპოვების, ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ინვესტირების გზით. შეთანხმებაში აშშ წარმოდგენილი იქნება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ხოლო – სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის სააგენტოს მიერ.
უკრაინა ფონდში ბუნებრივი რესურსების ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლების 50%-ს შეიტანს. ფონდში თავის წვლილს აშშ-ს მთავრობაც შეიტანს, მათ შორის – ახალი სამხედრო დახმარების სახით. ფონდი მხოლოდ ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლებით შეივსება.
შეთანხმება შესაბამისობაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და წინააღმდეგობაში არ მოდის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსთან. ფონდის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მხოლოდ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანა. თავად შეთანხმება რატიფიცირებული უნდა იყოს უმაღლესი რადას მიერ. უკრაინის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა შეთანხმებას ენიჭება.
1 მაისს უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მინერალური რესურსების შესახებ, რომელიც 57 მინერალს შეეხება. დოკუმენტი განსაზღვრავს თანამშრომლობის პოლიტიკურ პარამეტრებს. ამავდროულად, ბევრი დეტალი მომდევნო „ტექნიკურ შეთანხმებაში“ იქნება ასახული.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა „დაიცავს“ აშშ-ს ინვესტიციებსა და ვაშინგტონის მიერ სთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას. მისი აზრით, შეთანხმებამ „შეიძლება“ ხელი შეუწყოს უკრაინის ომის დასრულებას. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეთანხმებას „ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმება ვატიკანში ტრამპისთან მოლაპარაკებების „პრაქტიკული შედეგია“ .
8 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 12 მაისს ზელენსკიმ შესაბამის კანონს მოაწერა ხელი.
ორი ტექნიკური შეთანხმება ეხება წაღისეულის შესახებ შეთანხმების საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბებას. როგორც ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა, მათი განხორციელება საპარლამენტო რატიფიკაციას არ საჭიროებს.
წყარო: 1არხი