უკრაინამ და რუსეთმა ისევ გაცვალეს ტყვეები

რუსეთიდან უკრაინაში დაბრუნდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფი. უკრაინის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ტყვეთა საკითხებზე მუშაობს, გათავისუფლებულთა რიცხვს არ ასახელებს.
შტაბის მიერ დღეს, 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დაიბრუნეს უკრაინის დამცველები „დაჭრილებისა და მძიმედ დაავადებულების“ და „25 წელზე უმცროსი ასაკის“ კატეგორიებიდან.
მათ შორის არიან უკრაინის სამხედრო-საზღვაო, სახმელეთო და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები, ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეები და სამოქალაქო პირებიც.
უკრაინის საკორდინაციო შტაბის ცნობით, ყველაზე უმცროსი 20 წლისაა, უფროსი კი 59-ის. გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის დამცველებიც. უმრავლესობა ტყვეობაში იყო სამ წელზე მეტხანს.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დაიბრუნეს სამხედრო ტყვეთა კიდევ ერთი ჯგუფი, უკრაინის მიერ გათავისუფლებულთა რიცხვს არც ასახელებს.
და 2025 წლის მაისსა და ივნისში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდის შედეგად შეთანხმდნენ ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია