უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტ ს ვარშავაში ვიზიტის დროს მოაწერეს. შეთანხმებას პოლონეთის მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოაწერა ხელი.
შეთანხმების დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღესვე პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასაც შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ