უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.­
„ჩრდილოეთ ევროპაში ნორვეგია ჩვენი მთავარი პარტნიორია, სამხედრო თვითმფრინავების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ს სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან მხარს უჭერს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოების ვალდებულებების გაფორმების პროცესი დავიწყეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით, მხარეებმა მომავალი შეთანხმების ძირითადი სტრუქტურული ელემენტები განიხილეს.
ცნობისთვის, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, სთან, იტალიასთან და კანადასთან უკვე გააფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ