უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ყოველწლიურად ლატვია ს მშპ-ის 0,25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
„ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ლატვიის მადლობელი ვარ. ეს ზუსტად ის არის, რასაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლა მოითხოვს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლატვია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას კიბერთავდაცვისა და უპილოტო საფრენი ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარება და ასევე, უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს.

ასევე დაგაინტერესებთ