უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.
„პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოლაპარაკების დროს მხარეებმა საფუძვლიანად განიხილეს შეთანხმების პროექტის ტექსტი და დაამტკიცეს ალგორითმი უახლოეს მომავალში შემდგომი ქმედებებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმდნენ უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების პროექტზე და მის დასრულებას ივნისის ბოლოს აპირებენ.