უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დღეს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა, შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
დოკუმენტზე, სახელწოდებით „უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები ევროკავშირსა და უკრაინას შორის“ ხელმოწერას, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…