უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან თავდასხმების გაძლიერების საფრთხის საპასუხოდ, აზერბაიჯანი უკრაინის შემდგომი დახმარების პირობას დებს.
სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრს, სვიტლანა გრინჩუკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, პარვიზ შაჰბაზოვს შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის ენერგოსისტემაში არსებული მდგომარეობა და რუსეთის მხრიდან ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგები.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადების თანახმად, სვიტლანა გრინჩუკმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ ბოლო დროს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რაც, მისი თქმით, უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის ფასდაუდებელი მხარდაჭერაა.
შეხვედრის დროს მხარეებმა გამოკვეთეს მომავლის საერთო პრიორიტეტები და სამინისტროებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საგზაო რუკა განაახლეს.
1tv.ge
