უკრაინამ დაიბრუნა 1212 დაღუპულის ცხედრები

უკრაინამ დაიბრუნა რუსეთთან ომში დაღუპული 1212 დამცველის ცხედრები.
ამის შესახებ დღეს, 11 ივნისს განაცხადა სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბმა. მისი ინფორმაციით, უკრაინის დამცველები, რომელთა ცხედრებიც სამშობლოში დააბრუნეს, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებსა და ს კურსკის რეგიონში დაიღუპნენ.
რუსეთის მიერ ცხედრების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, დაღუპულთა ვინაობას მოკლე დროში დაადგენენ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და ექსპერტები.
და რუსეთი სამხედრო ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების მორიგ გაცვლაზე 2 ივნისს სტამბოლში, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ.
რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინისთვის ცხედრები 7 ივნისს უნდა გადაეცა და საზღვართან მიიტანა, თუმცა კიევმა მათ მიღებაზე უარი თქვა. კიევში განაცხადეს, რომ გაცვლის კონკრეტული დღე სტამბოლში შეთანხმებული არ ყოფილა.