უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ოკუპირებული ხერსონიდან და რუსეთიდან ქვეყანაში დააბრუნეს კიდევ სამი ბავშვი.
დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ხერსონის რეგიონიდან დაბრუნდნენ და-ძმა, 2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგო.
“2011 წელს დაბადებული მესამე ბიჭიც დედასთანაა. ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობით, დედამ იგი საქართველოდან წამოიყვანა”, – წერს ლუბინეცი.
ლუბინეცმა აღნიშნა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტის, Bring Kids Back UA-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს შუამავლობით და ბავშვების დაბრუნებაში ასევე ჩართული არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.
