უკრაინამ დააკავა რუსეთის გემი, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, შავ ზღვაში ს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემი დააკავეს, რომელსაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.
Украинская Правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ დაკავებული გემის სახელია Anka.
СБУ-ს ცნობით, სატვირთო გემს რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის მესამე ქვეყნებში უკანონოდ გასაყიდად იყენებდა.
გამოძიების თანახმად, ხომალდმა 2024 წლის ბოლოს სევასტოპოლის პორტიდან 5 000 ტონა მოპარული ხორბალი გაზიდა, ხოლო შენიღბვის მიზნით ერთ-ერთი აზიური სახელმწიფოს დროშის ქვეშ ცურავდა.
“ხომალდზე ჩხრეკის დროს აღმოჩენილია დოკუმენტები, სანავიგაციო მოწყობილობები და სხვა ნივთმტკიცებულებები, რომლებიც რაშისტების მიერ უკრაინული აგროპროდუქციის გაძარცვას ადასტურებს”. – წერია СБУ-ს პრესრელიზში.
СБУ იტყობინება, რომ გემის ეკიპაჟი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.
ტერმინი “ჩრდილოვანი ფლოტი” აღწერს ნავთობის მოძველებულ რუსულ ტანკერებს, რომლებიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ “ინიღბებიან”, რათა მოსკოვმა გვერდი აუაროს სანქციებს, რომლებიც დასავლურმა ქვეყნებმა 2022 წლიდან დღემდე ში შეჭრის გამო დაუწესეს. ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი სანქცირებული რუსული ნავთობის კონტრაბანდულ ტრანზიტშია ჩართული.
წყარო: tabula.ge