უკრაინამ დაადასტურა სპეცდანიშნულების ძალების მებრძოლთა დაღუპვა

უკრაინის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ ს საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ სპეცოპერაციების 73-ე საზღვაო ცენტრის მებრძოლები.
დღეს, 29 თებერვალს სპეცდანიშნულების ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეომრები დაიღუპნენ სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფის ძირითადი ძალების უკან გასვლის უზრუნველყოფისას. რამდენი მებრძოლი დაიღუპა და სად, დაკონკრეტებული არ არის.
მანამდე რუსული წყაროებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელი სპეცრაზმელები „გაანადგურეს“ ხერსონის ოლქში, ტენდროვსკის ისარაზე (ვიწრო ნახევარკუნძული) გადასვლის მცდელობისას. ამ ცნობების თანახმად, სავარაუდოდ, დაღუპულია 15 უკრაინელი მებრძოლი. უკრაინის ხერსონის ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას – „ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, რაც არ უნდა წრეები ურტყათ, ვერ გაანადგურებთ! – ნუ გგონიათ, ხალხის შეურაცხყოფა, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი შეგრჩებათ

საბა ბუაძე – როგორც ჩანს, ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნება გაყალბებითაც ვეღარ წარმოუდგენია, ამიტომ გამოსავალია ოპოზიციის აკრძალვა – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე სამარცხვინო ნაწილი პირდაპირ შეისისხლხორცა „ქართულმა ოცნებამ“