მ დაადასტურა, რომ რუსეთში დაარტყეს ტემრიუკის პორტსა და სიზრანის ქარხანას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 5 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში დაადასტურა შეტევა ს კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკის პორტსა და სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა გასულ ღამით დაარტეს ტემრიუკის საზღვაო პორტს, რომელიც ჩართულია ს საოკუპაციო არმიის უზრუნველყოფაში.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, პორტის ტერიტორიაზე იყო ხანძრის გამომწვევი პირდაპირი დარტყმა, მიყენებული ზიანის ხარისხი კი დაზუსტების ეტაპზეა.
გენშტაბის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსული არმიის მომარაგებაში ჩართულ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც, სადაც ხანძარი გაჩნდა და წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია ერთ-ერთი დანადგარი.
რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი გამთენიისას იუწყებოდა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ტემრიუკის „საპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები“, ხანძარი გაჩნდა და პერსონალი ევაკუირებულია.
სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ დილით იუწყებოდნენ რუსული ტელეგრამ-არხები.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც ს თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი