უკრაინამ დაადასტურა, რომ მისმა ჯარებმა დატოვეს ხარკოვის ოლქის სოფელი კრახმალნოე

უკრაინის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათმა ჯარებმა დატოვეს ხარკოვის ოლქის სოფელი კრახმალნოე. ამის შესახებ უკრაინის ტელევიზიაში ილაპარაკა სახმელეთო ჯარების წარმომადგენელმა ვოლოდიმირ ფიტიომ.
მანამდე, კვირას, ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კუპიანსკის მიმართულებაზე სოფელ კრახმალნოედან განდევნეს უკრაინის შეიარაღებული ძალები. მოსკოვში ამას უწოდეს ჯარების დასავლეთის დაჯგუფების ქვედანაყოფთა აქტიური მოქმედებების შედეგი.
უკრაინის სახმელეთო ჯარების წარმომდგენლის, ფიტიოს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა სოფელი დატოვეს და წინასწარ მომზადებულ და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე დაიხიეს. ფიტიომ ამავე დროს აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს საფრთხეს ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც სოფლის მეზობლად არიან განლაგებული მხარეებს შორის გამყოფ ხაზზე. „ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. ფრონტის ხაზი ყოველდღე იცვლება,“ დასძინა ვოლოდიმირ ფიტიომ.
მისივე სიტყვებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე სოფელ კრახმალნოეში 45 ადამიანი ცხოვრობდა, იქ იყო სულ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომლებიც ბრძოლების შედეგად დაინგრა.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი მანამდე იტყობინებოდა, რომ 20 იანვარს რუსეთის ჯარებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ შემტევი ოპერაცია განახორციელეს და სოფელ კრახმალნოეზე დაამყარეს კონტროლი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება