მ დაადასტურა დარტყმა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ ს სამარის ოლქზე დრონებით დღევანდელი შეტევის სამიზნე ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, კომპანია „როსნეფტის“ სისტემის ამ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაზე დარტყმის შედეგად დაფიქსირებულია ხანძარი და აფეთქებები.
გენერალური შტაბი ხაზს უსვამს, რომ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც საწვავის ფართო სპექტრს, მათ შორის საავიაციო საწვავს აწარმოებს, ს არმიის მომარაგებაში მონაწილეობს.
15 აგვისტოს, დილით სამარის ოლქის ხელისუფლებამ რეგიონზე უკრაინული დრონებით „მასირებული შეტევის” შესახებ განაცხადა, თუმცა სიზრანის ქარხნის შესახებ არაფერი უთქვამს.
2025 წლის აგვისტოში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე არაერთი შეტევა იყო.
14 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთში დრონებით დაარტყეს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კომპანია „ლუკოილის“ მფლობელობაშია და რუსულ არმიას ნავთობპროდუქტებით ამარაგებს.
10 აგვისტოს უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის მფლობელიც სახელმწიფო კომპანია „როსნეფტია“.
2 აგვისტოს ამავე კომპანიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა იყო ქალაქ რიაზანშიც.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს