უკრაინამ -სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია – FT

Financial Times-ის თანახმად, უკრაინამ -სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია.
გამოცემის თანახმად, უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეთანხმება გააუმჯობესებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს.
FT-ის ცნობით, მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ერთობლივად მოპოვებას.
“მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტს არ გააჩნია მკაფიო გარანტიები, ახალი ვარიანტი უკრაინისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია”, – გამოცემის თქმით, ამბობენ უკრაინის ოფიციალური პირები.
შეთანხმების საბოლოო ვერსიაში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება, ნათქვამია, რომ შეიქმნება ფონდი, რომელშიც უკრაინაში მინერალებიდან მიღებული მოგების 50%-ს ჩარიცხავს, ეს თანხა კი უკრაინაში პროექტების განხორციელებას მოხმარდება. თუმცა, ეს არ მოიცავს იმ მინერალურ რესურსებს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკვე იყენებს.
FT-ის თანახმად, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება უკვე დამტკიცდა იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ და არსებობს პერსპექტივა, რომ პრეზიდენტი თეთრ სახლს უახლოეს კვირებში ეწვევა, რათა ტრამპთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)