„უკრაინამ არაერთხელ სცადა სიტყვიერად პუტინის მკვლელობა“ – პესკოვი ზელენსკის განცხადებაზე

კრემლის ლიდერის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის The Sun-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ზელენსკი ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში უკრაინის მიერ პუტინის ლიკვიდირებას ეხება.
„კიევის ხელისუფლებამ სიტყვიერად არაერთხელ სცადა პრეზიდენტ პუტინის სიცოცხლის ხელყოფა, მაგრამ რეალურად ეს არასოდეს გამოუვათ. უკრაინიდან არაერთხელ ყოფილა მსგავსი მცდელობები პუტინის წინააღმდეგ…“, – აცხადებს პესკოვი.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვაზე გამოიყენებდა თუ არა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა, ზელენსკიმ თქვა, რომ „უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს