უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში დრონებით დაარტყა ს სამხედრო ობიექტებს და ნავთობის საცავებს – მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის, А-ს უპილოტო საფრენი აპარატებით ანექსირებულ ყირიმში შეტევა განხორციელდა ს სამხედრო ობიექტებსა და ნავთობის საცავებზე. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ და ტელეარხი Freedom იუწყებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
წყაროს თანახმად, რუსეთის ჯარებს გაუნადგურეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი-ს2“, რომლის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია და ორი რადიოლოკაციური სადგური.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ცნობითვე, ანექსირებულ ყირიმში დრონებით დაარტყეს დაბა გვარდეისკოეში მდებარე ნავთობის ბაზას, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და ნავთობის ბაზას „კომსომოლსკაია“. ორივე ობიექტი სიმფეროპოლის რაიონშია.
რუსეთის მიერ ანექსირებული ს ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი 29 ოქტომბერს, დილით თავისი ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ სიმფეროპოლზე დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა საწვავ-საპოხი მასალის კონტეინერს. აქსიონოვს კონკრეტული ადგილი და ობიექტი არ დაუსახელებია.
უკრაინული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ხანძარი სიმფეროპოლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.
რუსეთის ხელისუფლებას ყირიმში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, რადიოლოკაციურ სადგურებსა და ნავთობის საცავებზე დარტყმების შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
ფორუმი