უკრაინამ ალექსეი არესტოვიჩს სანქციები დაუწესა

უკრაინის ახალ სასანქციო პაკეტში ბლოგერი ც მოხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, 2025 წლის 1-ელ მაისს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის გადაწყვეტილება რიგი საჯარო პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღების თაობაზე შევიდა ძალაში.
დასანქცირებულთა შორის არიან უკრაინის 7 მოქალაქე: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ბლოგერი , პოლიტოლოგი კონსტანტინ ბონდარენკო, ბლოგერი მიროსლა ოლეშკო, პაველ ონიშჩენკო, ალექსანდრ სემჩენკო, დმიტრი ვასილეცი და ალექსანდრ სკუბჩენკო.
სანქციები ასევე შეეხოთ რუს პროპაგანდისტებს ანასტასია კაშევაროვასა და სტანისლავ ბერნვალდს.
1 მაისს გამოქვეყნებული სხვა განკარგულებების თანახმად, სანქციები კიდევ 66 პირს შეეხო.