უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინამ ავდეევკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.
„ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, – ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში.
ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს.
„ავდეევკას მაინც დავაბრუნებთ“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.