უკრაინამ ავდეევკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, მ ავდეევკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.
„ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, – ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში.
ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს.
„ავდეევკას მაინც დავაბრუნებთ“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს