ზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან

22 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.
დილის 11 საათის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა ს ოლქში. ხანძრები გაუჩნდა სახლებს და სხვა შენობებს. კიევში დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულებაც.
ს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაშველებმა სოფელ პოგრებაში დამწვარ კერძო სახლში იპოვეს ახალგაზრდა ქალის, 12 წლის გოგოს და 6 თვის ბავშვის ცხედრები. კიდევ ერთი ადამიანია დაღუპული ბროვარის რაიონში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა ქალაქ ზაპოროჟიეში. დამწვარია რამდენიმე სახლი.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. უკრაინის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ქალაქებს და ენერგეტიკას. ზელენსკის ინფორმაციით, დაზარალდნენ კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, პოლტავის, ვინიცის, ზაპოროჟიეს, ჩერკასის და სუმის ოლქები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ერთმა ღამემ აჩვენა, რომ არ განიცდის საკმარის ზეწოლას ომის გახანგრძლივებისთვის და დიპლომატიის შესახებ სიტყვები არაფერს ნიშნავს, სანამ ს ხელმძღვანელები კრიტიკულ პრობლემებს არ განიცდიან.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დროა ევროკავშირისა და -ის ძლიერი სანქციები, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის გადაცემა და პარტნიორების კოორდინირებული დიპლომატია.
რუსეთს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აქვეყნებს ხოლმე სტანდარტულ ტექსტს, რომ სამიზნე იყო სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ან დარტყმა განხორციელდა „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად”. რუსეთი ასე მოიხსენიებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ენერგოობიექტებზე.
ფორუმი