უკრაინაზე რუსული დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო

ხერსონის საქალაქო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 29 იანვარს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა დაბა ანტონოვკაში.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იზმაილის რაიონში დაზიანებულია პორტის ტერიტორიაზე მდებარე შენობები, არავინ დაშავებულა.
დილით კიევში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა დარნიცკის რაიონში, მეტროს სადგურთან და დეპო დააზიანა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, ღამიდან მოყოლებული რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს შეუტიეს 57 უპილოტო საფრენი აპარატით და ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 29 დრონი ჩამოაგდეს, 14 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე”.
28 იანვარს, გვიან ღამით სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებოდა ნიკოლაევის ოლქის ადმინისტრაცია. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ საწარმოზე დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
29 იანვარს, შუაღამის შემდეგ დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზეც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს” 104 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში