ზე ს ჯარების მორიგი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქის პორტები იყო

უკრაინაში ისევ მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევას. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას ს ჯარების მთავარ სამიზნეებს შორის კვლავ ენერგოობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა იყო.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტით და დრონებით შეტევის შედეგად სინელნიკოვის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა რვა, მათ შორის ორი ბავშვი. დანგრეული ან დაზიანებულია ათზე მეტი სახლი და კაფე-მაღაზია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ხარკოვის ოლქში დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე. ქალაქ ხარკოვის შემოგარენში დაიწვა ორი კერძო სახლი და დაზიანდა გაზის მილი. დრონით დარტყმა იყო სახანძრო სამსახურის დეპოზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ენერგოობიექტებსა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე დარტყმა იყო ოდესის ოლქში. სამხედრო ადმინისტრაცია არ ასახელებს კონკრეტულ ობიექტებს, სადაც, მისი ცნობით, ხანძრები გაჩნდა. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, ოდესის ოლქში მნიშვნელოვნად დაზიანდა კომპანიის ერთ-ერთი ობიექტი.
უკრაინის მეზობელი რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ნოემბერს, დილით განაცხადა, რომ მოსაზღვრე ოდესის ოლქში, მდინარე დუნაიზე მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ჯარების შეტევის გამო, რუმინეთის საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის და უსაფრთხოების დასაცავად გაიგზავნა ოთხი სამხედრო თვითმფრინავი, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო სამიზნეების აღმოჩენის შემთხვევაში მათი ჩამოგდების ნებართვა ჰქონდათ, თუმცა არანაირი არასანქცირებული ქმედება არ დაფიქსირებულა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა ს შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“, ექვსი საზენიტო-მართვადი რაკეტით და 130 დრონით.
საჰაერო ძალების თანახმად, დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო ქვეყნის ჩრდილოეთში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში 92 დრონის ჩამოგდება და რაკეტებით და 31 დრონით პირდაპირი დარტყმა 14 ადგილზე.
ფორუმი