უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევისას სამი დრონი, სავარაუდოდ, რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა

დღეს, 25 ივლისს, ს სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის კიევსა და ოდესაზე. საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.
ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საოკუპაციო ძალების დრონები, რომლებიც დედაქალაქს სხვადასხვა მხრიდან უახლოვდებოდნენ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მისადგომებთან მოიგერიეს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. ხანძარი გაუჩნდა ადმინისტრაციულ შენობას და ნაწილობრივ ჩამოინგრა. დაზიანებულია კერძო სახლიც. დაშავდა ორი ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა ს 38 დრონით შეუტიეს ანექსირებული დან და კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, სუმის, ჟიტომირისa და ჩერკასის ოლქებში, სადაც 25 დრონი ჩამოაგდეს. ოლეშჩუკის ინფორმაციით, კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი თვალთახედვიდან დაკარგეს მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა-რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს.
ნატოს და ევროკავშირის წევრ რუმინეთს თავის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.