უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

უკრაინაზე ს მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
Euronews-ის ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა დაზიანება 30-ზე მეტმა პირმა მიიღო, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
გუბერნატორ ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთმა სულ მცირე 12 დასახლებული პუნქტი დაბომბა. თავდასხმების შედეგად საცხოვრებელი სახლები, კომუნალური ქსელები და სატრანსპორტო საშუალებები დაზიანდა.
დამატებითი დაზიანებები დაფიქსირდა ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და სუმის რეგიონებში.
როგორც უკრაინული მედია წერს, იმის მიუხედავად, რომ უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით ს, სა და ს შეხვედრა გაიმართება, რუსეთი უკრაინის დაბომბვას აქტიურად განაგრძობს.