უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნე ისევ ენერგოობიექტებია

რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იუწყება.
რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა 28 ნოემბერს, დილიდან დაიწყო.
ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანია „უკრენერგო“ იძულებული გახდა დაუყოვნებლივ მიემართა ენერგომომარაგების შეწყვეტის საგანგებო რეჟიმისთვის.
დღევანდელი მასირებული შეტევის კონკრეტული შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ს მურმანსკის ოლქიდან უკრაინისკენ დაიძრა ტუ-95მს ტიპის შვიდი ბომბდამშენი, შავი ზღვიდან კი ფრთოსანი რაკეტების გამოშვებაა დაფიქსირებული. მოგვიანებით, საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ შეტევა დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებითაც.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანიმართულად უტევს. ში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.