უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინაზე ს თავდასხმის შემდეგ -ის თავდაცვის მდივანსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმები განიხილეს და მომავალში მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
„მდივანმა ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ისა და 50 მოკავშირისგან შემდგარი კოალიციის ვალდებულება, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ს მხარი დაუჭირონ, უცვლელი რჩება“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს. ს მსგავსად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის თავდასხმები დაგმო და კონგრესს სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით, 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა