უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის სუმის ოლქზე ს ავიადარტყმების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა რეგიონს მართვადი საავიაციო ბომბებით და დრონებით შეუტიეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
სუმის ოლქი ესაზღვრება ს კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგვისტოდან დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 25 სექტემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ხარკოვის და ოდესის ოლქებს შეუტია რვა, მათ შორის ერთი საზენიტო-მართვადი და ოთხი საავიაციო რაკეტით. საჰაერო ძალების ცნობითვე, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 32 უპილოტო საფრენი აპარატიც. უკრაინელი სამხედროების თანახმად, თავდაცვის ძალებმა 28 დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდეს.
საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ს, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავის, ნიკოლაევის, ოდესის და ხერსონის ოლქებში.
24 სექტემბერს, საღამოს რუსეთის სამხედრო ძალებმა დაბომბეს ქალაქი ზაპოროჟიეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 7 ადამიანი დაიჭრა. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები.
24 სექტემბერს დღისით დაიბომბა ქალაქი ხარკოვიც, სადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. აფეთქებამ 9-სართულიანი სახლის ნაწილის ნგრევა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს